ტრიქომონიაზი


გამომწვევი-Trichomonas vaginalis

ვაგინალური ტრიქომონადა-ერთუჯრედიანი პარაზიტული მიკროორგანიზმია,რომელიც იწვევს ინფექციურ დაავადებას-ტრიქომონიაზს .ვაგინალური ტრიქომონადა შესაძლებელია არმოვაჩინოთ ადამიანის შარდასქესო გზებში .ტრიქომონადა იკვებება გლიკოგენით, რომელიც სინთეზირდება საშოს ლორწოვან ეპითელიუმში ესტროგენის ზემოქმედებით, ამიტომ ტრიქომონიაზი უფრო ხშირად გამოვლინდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

გარემოში პარაზიტი სწრაფად იღუპება. შოლტებისა და ტალღისებული მემბრანის საშუალებით ტრიქომონადა ადვილად გადაადგილდება შარდსასქესო გზებში.ინფექციის წყაროა ტრიქომონიაზით დაავადებული ან ვაგინალური ტრიქომონადის მატარებელი ადამიანი. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა (სგგდ) შორის ტრიქომონიაზი ყველაძე გავრცელებულ დაავადებად ითვლება.

სქესობრივი გზის გარდა შესაძლებელია გადაცემის ვერტიკალური გზა,დაავადებული დედიდან ბავშვზე ორსულობის პერიოდში ან მშობიარობისას. ამასთან შესაძლებელია

ტრიქომონადები უსიმპტომოდ არსებობდეს გოგონას სასქესო ორგანოებში

და გამოავლინოს თავისი აქტივობა მხოლოდ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ,როდესაც სისხლში იზრდება ესტროგენების რაოდენობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში 160 მილიონი ადამიანი ინფიცირდება ამ ინფექციით. უფრო ხშირად ტრიქომონიაზი აღმოუჩნდება ქალებს 16-დან 35 წლამდე, როგორც წესი სხვა სგგ ინფექციებთან ერთად.

ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ვაგინალური გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი ან მწვანე და ჩვეულებრივ ქაფიანი, უსიამოვნო სუნით;
  • ვაგინალური ლაქები ან სისხლდენა;
  • გენიტალური წვა ან ქავილი;
  • გენიტალური სიწითლე ან შეშუპება;
  • შარდვის ხშირი სურვილი;
  • ტკივილი შარდვის ან სქესობრივი აქტის დროს.

 

 ტრიქომონიაზი იშვიათად იწვევს სიმპტომებს მამაკაცებში. თუმცა, როდესაც მამაკაცებს აქვთ ნიშნები და სიმპტომები, ისინი შეიძლება მოიცავდეს:

  • წვა შარდვის დროს ან ეაკულაციის შემდეგ;
  • შარდვის ხშირი სურვილი.
  • გამონადენი;

 

რისკ-ფაქტორები

ტრიქომონიაზი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში;

გადაცემის რისკი შეიძლება გაიზარდოს შემდეგ შემთხვევებში:

  • მრავალი სექსუალური პარტნიორი;
  • ტრიქომონიაზი ანამნეზში;
  • სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ანამნეზში;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი.

 

ქალებში ვაგინალური ტრიქომონადა იწვევს ცერვიციტს, ურეთრიტს და ვაგინიტს. 50% პაციენტებში ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ტრიქომონიაზის სიმპტომებს მიეკუთვნება : სასქესო გზებიდან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი,მტკივნეული შარდვა და გენიტალური ქავილი. ინფექცია იწვევს გართულებულ ორსულობას ,ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის მცირე წონას.

ტრიქომონიაზი ადვილად იკურნება ანტიბიოტიკების დანიშვნით ,თუმცა მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებები და უშვილობა.

ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკისტვის გამოიყენება საშოს გამონადენის მიკროსკოპული კვლევა,ამ მეთოდის მგრძნობელობა 60-70%-ია. შესაძლებელია ასევე

ტრიქომონადას კულტივირება სპეციალურ ნიადაგზე 7 დღის განმავლობაში. მაგრამ მოლეკულურ -გენეტიკურმა მეთოდებმა აჩვენეს მიკროორგანიზმების გამოვლენის უფრო მაღალი სუზუსტე მიკროსკოპულ და კულტურის მეთოდებთან შედარებით. პჯრ (PCR) მეთოდი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით (96,7%) და სპეციფიურობით (>97%).PCR Real-Time მეთოდი საშუალებას იძლევა სწრაფად გამოვლინდეს ვაგინალური ტრიქომონადას დნმ შარდსასქესო ორგანოების ნაცხსა და შარდში,ასევე განისაზღვროს რაოდენობრივად.

რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?

  • შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების მიზეზის დადგენა
  • უროგენიტალური ტრაქტის ინფექციების დიფერენციული დიაგნოსტიკა ქალებსა და მამაკაცებში
  • სქესობრივი ინფექციების განვითარების მაღალი რისკის პაციენტებში პროფილაქტიკური გამოკვლევები

როდის ინიშნება გამოკვლევა?

  • შარდსასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების სიმპტომატიკა (ქავილი, გაღიზიანება, წვა, ქაფიანი მომწვანო-მოყვითალო გამონადენი უსიამოვნო სუნით, ხშირი შარდვის სურვილი.
  • სხვა სგგდ არსებობისას (ტრიქომონიაზი ხშირად გვხვდება ქლამიდიოზთან და გონორეასთან ერთად)
  • შარდსასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებების დროს
  • ორსულობის დაგეგმარება ( ორივე პარტნიორის გამოკვლევა)
  • უნაყოფობის დროს
  • შემთხვევითი სექსუალური კონტაქტების და/ან ბევრი სქესობრივი პარტნიორის შემთხვევაში
  • პროფილაქტიკური სკრინინგული გამოკვლევებისას

ვინ ნიშნავს გამოკვლევას?

გინეკოლოგი,უროლოგი,ვენეროლოგი.