ქლამიდია ტრაქომატის
გამომწვევი– Chlamydia trachomatis
გვარი Chlamydia წვრილი, სფერული ფორმის გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, ობლიგატური უჯრედშიდა პარაზიტებია. ისინი ადამიანის მიკროფლორის წარმომადგენლები არ არიან. ყველა ცნობილი ქლამიდია პათოგენურია ,თუმცა სხვადასხვა სახეობები ვირულენტობით განსხვავდებიან.
სახეობა Chlamydia trachomatis ურთულესი პრობლემაა მაღალი ავადობის,გართულებული გამოვლინების და გაძნელებული მკურნალობის გამო. გამოყოფენ ადმიანისთვის პათოგენური Chlamydia trachomatis 15 სეროვარს.ზოგიერთი სეროვარი იწვევს ტრაქომას-ინფექციურ ანთებით დაავადებას,რომელიც გამოვლინდება კონიუქტივიტის ჰიპერტროფიით,ვენერულ ლიმფოგრანულომას,ურეთრიტებს და ლორწოვან-ჩირქოვან ცერვიციტებს,აგრეთვე ახალშობილების პნევმონიებსა და კონიუქტივიტებს.Chlamydia trachomatis -არაგონოკოკური ურეთრიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია. განსაკუთრებით გავრცელებულია შარდსასქესო სისტემის ქლამიდიური ინფექცია-უროგენიტალური ქლამიდიოზი. ქალებში ქლამიდიოზი გვხვდება უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში.
ინფექციის გადაცემის ძირითადი გზებია: სქესობრივი და პერინატალური. (დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს), ასევე, შესაძლებელია გადაცემის საყოფაცხოვრებო გზაც.
ინკუბაციური პერიოდი გძელდება 2 კვირიდან 1 თვემდე.
ხშირად ქლამიდიოზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ.
ინფექციის საწყისი სიმპტომებია:
- წვა და ტკივილი შარდვისას
- ლორწოვანი გამონადენი
- შარდის ამღვრევა
- სისუსტე
- სუფებრილური ტემპერატურა
- მამაკაცებში-შარდსადენი მილის ანთება, რომელიც გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში
- ქალებში- ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი საშოდან
დაავადებას შესაძლოა მოჰყვეს სხვადასხვა გართულებები:
- ეპიდიდიმიტი
- ენდომეტრიტი
- კონიუქტივიტი
- ართრიტი
- პროსტატის ჯირკვლის ინფექცია.
- გარე ორსულობა
- უშვილობა
ქლამიდიური ინფექცია საშიშია ორსულობის პერიოდში. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა, ახალშობილის მცირე წონა და ზოგჯერ ნაყოფის დაღუპვაც.
პრევენცია
ქლამიდიური ინფექციის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია:
- გამოიყენოთ თავის დამცავი საშუალებები.
- შეზღუდეთ თქვენი სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა. რამდენიმე სქესობრივი პარტნიორის ყოლა ქლამიდიით და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ გაყენებთ.
- ჩაიტარეთ რეგულარული სკრინინგი. თუ სქესობრივად აქტიური ხართ, განსაკუთრებით თუ რამდენიმე პარტნიორი გყავთ, ესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა გაიაროთ სკრინინგი ქლამიდიასა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისთვის.
- მოერიდეთ ცხელი შხაპის ხშირ გამოყენებას. ხშირი შხაპი საშოში ამცირებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, რამაც შეიძლება გაზარდოს ინფექციის რისკი.
როდის ინიშნება გამოკვლევა?
უროგენიტალური ქლამიდიოზის დიაგნოსტიკის დროს ქლამიდიოზისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის არსებობისას.
ვინ ნიშნავს გამოკვლევას?
გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, ინფექციონისტი.