მიკოპლაზმა გენიტალიუმი
გამომწვევი- Mycoplasma genitalium
Mycoplasma genitalium მიკოპლაზმების ჯგუფის ყველაზე პათოგენური წარმომადგენელია. პარაზიტობს სპერმატოზოიდების მემბრანასა და შარდსასქესო ორგანოების ლორწოვან ეპითელიუმში. გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივი კავშირია, თუმცა შესაძლებელია ვერტიკალური გზა- დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის პერიოდსა და მშობიარობისას.
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 5 კვირამდე.
Mycoplasma genitalium-ით გამოწვეული მიკოპლაზმოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმპტომები გამოვლინდება მხოლოდ იმუნიტეტის დაქვეითებისას ან სხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით დაინფიცირებისას (ქლამიდიები, გონოკოკი და ა.შ).
მამაკაცებში Mycoplasma genitalium იწვევს ურეთრიტს, ხშირად ინფექცია უსიმპტოოდ მიმდინარეობს. ქალებში Mycoplasma genitalium შეიძლება იყოს მცირე მენჯის ანთებითი დაავადების მიზეზი (ურეთრიტი, ბართოლინიტი, ვულვოვაგინიტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი).
საშიშია ფეხმძიმეთა უროგენიტალური მიკოპლაზმოზები, რაც შეიძლება გახდეს ფეხმძიმობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის,ნაყოფის დაინფიცირების, ნაყოფის ქრომოსული მუტაციების და მშობიარობისას სისხლდენების განვიტარების მიზეზი.
გარდა ამისა, Mycoplasma genitalium ხშირად უნაყოფობის მიზეზი ხდება და ხელს უწყობს აუტოიმუნური რეაქციების განვითარებას. მიკოპლაზმოზს ხშირად თან ახლავს ვაგინალური ტრიქომანადა, ურეაპლაზმები, გონოკოკი და აივ-ვირუსი.
Mycoplasma genitalium-ის დიაგნოსტიკის ერთადერთი ზუსტი მეთოდია პჯრ (PCR), რომელიც საშუალებას გვაძლევს დღე-ღამის განმავლობაში გამოვავლინოთ გამომწვევის დნმ საკვლევ მასალაში.
რისთვის გჭირდება გამოკვლევა?
- შარდსასქესო გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებების მიზეზის დასადგენად.
- მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადების დიფერენციული დიაგნოსტიკა: ქლამიდიოზი, გონორეა, ურეაპლაზმური ინფექცია.
- ანტიბაქტერიული მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება.
- პროფილაქტიკური გამოკვლევებისას.
როდის ინიშნება გამოკვლევა?
- მიკოპლაზმური ინფექციის საეჭვო დიაგნოზი. შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის, ასევე შარდსასქესო სისტემის ნელა მიმდინარე ანთებითი დაავადებისას.
- ორსულობის დაგეგმარება (ორივე პარტნიორის გამოკვლევა).
- უშვილობა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა.
- საშვილოსნოსგარე ორსულობა.
- ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარებიდან 1 თვის შემდეგ.
- აივ-ინფექციის დროს.
ვინ ნიშნავს გამოკვლევას?
გინეკოლოგი, უროლოგი, ვენეროლოგი.