ჰერპესული ინფექცია
გამომწვევი – Herpes Simplex Virus type 1/2
PCR- პჯრ მეთოდი საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ჰერპეს ვირუსი საკვლევ მასალაში მისი სულ მცირე რაოდენობის დროსაც კი. ამ მეთოდით ჰერპეს ვირუსის იდენტიფიცირება შესაძლებელია იმ პერიოდში, როცა ჯერ სისხლში ანტისხეულები არ არის წარმოქმნილი. უფრო გავრცელებულია მარტივი ჰერპესის 1 და მე-2 ტიპები. ორივე ტიპის ჰერპესი გადამდებია.
ჰერპესული ინფექცია უმეტესად ვლინდება ლორწოვან გარსებზე პატარა ბუშტუკების (ვეზიკულები) წარმოქმნით.
HSV-1 დროს ბუშტუკები წარმოიქმნება პირისა ირგვლივ ან პირის ღრუში, მაშინ როცა HSV-2 ძირითადად აზიანებს გენიტალურ ორგანოებს.
მარტივი ჰერპესის ვირუსის გადაცემის ერთ-ერთი გზა არის კონტაქტური- დაზიანებულ კანთან კონტაქტი,ხანდახან ხილული დაზიანება შეიძლება არც არსებობდეს. HSV-2 ხშირად მიაკუთვნებენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, თუმცა HSV-1-ით დაინფიცირება ასევე შესაძლებელია ორალური სექსის დროს. ჯანმოს მონაცემებით, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 50%-დან 80%-მდე დაინფიცირებულია HSV-1 -ით, ხოლო 20%-მდე- HSV-2 -ით. რამდენადაც HSV-2 სიმპტომები ძნელად შესამჩნევია, დაინფიცირებულთა 90%-მა შეიძლება არც კი იცოდეს ინფექციის არსებობის შესახებ.
პირველადი დაინფიცირებიდან 2 კვირის შემდეგ დაზიანების ადგილას წარმოიქმნება მტკივნეული ბუშტუკები, რომლებიც, როგორც წესი, გადის 4 კვირის შემდეგ. ბუშტუკები ჩნდება სასქესო ორგანოებზე, ანუსის არეში, დუნდულოებსა და ბარძაყებზე. ვეზიკულები სკდება და წარმოიქმნება ღია ჭრილობები. გარდა ამისა, შესაძლებელია ჰერპეს ინფექციას თან ახლდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები: შემცივნება და ყელის ტკივილი.
ზოგჯერ დაავადების სიმპტომები იმდენად სუსტია, რომ იგი შეუმჩნეველი რჩება, ან შეცდომით მიიჩნევა მწერის ნაკბენად ან ალერგიად. ჰერპეს ვირუსი ორგანიზმში შეიჭრება და არსებობს ლატენტური ფორმით. სტრესის ან იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში, ვირუსი კვლავ გააქტიურდება. უმრავლეს შემთხვევაში მარტივი ჰერპესის ვირუსი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს უმძიმესი დაავადებები: ნეონატალური ჰერპესი(თუ ბავშვი დაინფიცირდა გენიტალური ჰერპესით დაინფიცირებული დედიდან მშობიარობის დროს) და ენცეფალიტი. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადებები.
ჰერპესით დაინფიცირების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:
- იმუნოდეფიციტური დაავადებები აივ-ინფექცია/შიდსი
- ორგანოების ტრანსპლანტაცია
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
- ჰერპეს ვირუსული ინფექციის გამოვლენა ქალებსა და მამაკაცებში
- ქალებში ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში შემოწმება ჰერპეს ინფექციაზე
როდის ინიშნება გამოკვლევა?
- ჰერპეს ინფექციის დადასტურება ან უარყოფა
ვინ ნიშნავს გამოკვლევას?
გინეკოლოგი,უროლოგი,დერმატოლოგი,ინფექციონისტი, პედიატრი