გონორეა
გამომწვევი – Neisseria gonorrhoeae
გონოკოკი (Neisseria gonorrhoeae) – გრამუარყოფითი ბაქტერიაა, მიეკუთვნება დიპლოკოკებს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვენერიული დაავადების-გონორეას გამომწვევია. გონორეა გადაეცემა სქესობრივი გზით. გონორეით დაინფირებული პაციენტების უმრავლესობა(80%)-სექსუალურად აქტიური ადამიანები არიან 16-დან 30 წლამდე.
გადაცემა ხდება უფრო ხშირად დაუცველი სქესობრივი კონტაქტების დროს ინფიცირებულ პარტნიორთან, თუმცა ზოგჯერ გონორეა საყოფაცხოვრებო გზითაც შეიძლება გადაეცეს(პირადი ჰიგიენის საგნებით), ასევე ვერტიკალური გზით- დაინფიცირებული დედიდან შვილზე მშობიარობის დროს.
ქალებსა და მამაკაცებში გონორეას კლინიკური გამოვლინებები განსხვავდება.
ქალებში უფრო ხშირად ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გამოხატული სიმპტომატიკა მხოლოდ გართულებების განვითარების პერიოდში ვლინდება.
ინფექციის ნიშნებია:
- საშოდან გამონადენი(ყვითელი ან მომწვანო-მოთეთრო ფერის)
- ტკივილი შარდვისას
- სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდებს შორის
- ტკივილი მუცლის ქვედა არეში, შორისის მიდამოში
- წვა, ქავილი გარეთა სასქესო ორგნოებსა და საშოში
მამაკაცებში გონორეა ჩეულებრივ გამოვლინდება დაინფიცირებიდან 3-4 დღის შემდეგ ურეთრიდან გამონადენით, მკვეთრი ხასიათის ტკივილით შარდვისას, ურეთრის გარეთა ხვრელის შეშუპებითა და ჰიპერემიით.
ინფექციის ხანგრძლივი მიმდინარეობისას ვითარდება შარდსასქესო სისტემის ზედა განყოფილებების დაზიანება: შარდის ბუშტი, თირკმელები, ასევე რეპროდუქციული სისტემები(პროსტატა,სათესლე ჯირკვლები-მამაკაცებში და საშვილოსნო, საკვერცხეები და ფალოპის მილები-ქალებში).
დაავადება ასევე აზიანებს სახსროვან სისტემას (განსაკუთრებით მსხვილი-მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრები), მხედველობის ორგანოებს(კონიუქტივიტი).
ქრონიკული გონორეა ქალებისა და მამაკაცების უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს.
არსებობს დაავადების დიაგნოსტიკის რამდენიმე მეთოდი: მიკრობიოლოგიური, სეროლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური. ყველაზე მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიურობით გამოირჩევა მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდი (პჯრ-დიაგნოსტიკა). გონორეა უმრავლეს შემთხვევაში წარმატებით იკურნება ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
- გონოკოკური ინფექციის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი
- პროფილაქტიკური გამოკვლევები განსაზღვრულ პირთა კონტიგენტში(ჯანდაცვის სფეროს
- თანამშრომლები, კვების და ა.შ
როდის ინიშნება გამოკვლევა?
- გონორეის სიმპტომების გამოვლენისას. მამაკაცებში- ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან, წვა
- და ტკივილი შარდვისას, ურეთრის გარეთა ხვრელის შეშუპება და ჰიპერემია, ანთებითი
- ცვლილებები, წვა, ტკივილი ანუსის მიდამოში. ქალებში-გამონადენი საშოდან (მოყვითალო-
- მოთეთრო ფერის),წვა შარდვისას, სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდებს შორის, სისხლდენა
- ვაგინალური სქესობრივი აქტის დროს.
- რადგან ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რეკომენდირებულია რეგულარული
- გამოკვლევები მათთვისაც, ვისაც გონორეის გამოხატული ნიშნები არ აღენიშნება. ახალგაზრდა
- ქალებისთვის 25 წლამდე, ორსულებისა და მომავალი დედებისათვის, ასევე სექსუალურად
- აქტიური მამაკაცებისთვის-ყოველწლიურად.
ვინ ნიშნავს გამოკვლევას?
თერაპევტი, ინფექციონისტი, დერმატოვენეროლოგი, გინეკოლოგი