თბილისი
- ქ. თბილისი, მირიან მეფის 11 ა
- 032 224 16 46/598 62 47 47
- info@dnapolicy.ge
ქუთაისი
- ქ.ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #13
- 0431 29 32 00
- info@dnapolicy.ge
ბათუმი
- ქ.ბათუმი, გრიბოედოვის #8 (შესახვევი)
- 511244848
- info@dnapolicy.ge
ჩვენ შესახებ
მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია „დნმ პოლისი“ ჩამოყალიბდა 2015 წლის სექტემბერში. ამ ეტაპზე ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებაა ინფექციური დაავადებების კვლევა, რეალური დროის პჯრ (Real-Time PCR) მეთოდით. აღნიშნული კვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი, რაც ამარტივებს მკურნალობის მთავარ პრინციპს
„ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს“
კომპანიის მიზანია გავზარდოთ და გავაძლიეროთ ლაბორატორიის, როგორც დიაგნოზის მტკიცებულებითი ნაწილის როლი პაციენტისა და ექიმის ურთიერთობებში, წარმოვაჩინოთ დნმ კვლევის მნიშვნელობა და უპირატესობა დაავადებების დიაგნოსტიკაში, პრიორიტეტი კი ლაბორატორიული კვლევის სიზუსტეა
ლაბორატორიის უპირატესობები
• თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ამერიკული ბრენდის Bio-Rad -ის CFX96 Touch™ Real-Time PCR Detection System ამპლიფიკატორი და ევროპული წარმოების დამატებითი ავტომატური და ნახევრად ავტომატური სისტემები
• ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პროცესის ავტომატიზაცია და შედეგების პროგრამული დამუშავება: გამარტივებულია ანალიზის ჩატარების პროცესი და მინიმუმამდეა შემცირებული შეცდომების ალბათობა
• პაციენტებისათვის ბიომასალის აღების სიმარტივე, რამეთუ ძირითად საკვლევ მასალას წარმოადეგნს შარდი – მასალის აღება ხდება სახლის პირობებში არასასიამოვნო პროცედურების გარეშე. თუმცა საკვლევ მასალად ასევე გამოიყენება: სისხლი, უროგენიტალურინაცხი და სხვა ბიოლოგიური სუბსტრატი
• ანალიზების პასუხების გაცემის ოპერატიულობა
• რამდენიმე ინფექციის გამომწვევის ერთდროული გამოვლენა ერთ ბიოლოგიურ მასალაში-მულტიპლექსური კვლევები
• PCR დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობა
• ლაბორატორიული მომსახურების მოქნილი სისტემა-კურიერის სერვისი, პასუხების ელ-ფოსტით გადაგზავნა